სამეგრელო. 5-6 ივლისს, ტექნოპარკში ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გაიარეს 2 დღიანი ვორქშოფი გაზეთების დიზაინის შექმნაზე.
„ვორქშოფის ფასილიტატორმა გიორგი ხალათიანმა მონაწილეებს გააცნო დიზაინის შექმნის სპეციფიკა და ახალგაზრდებმა დაამზადეს გამოსაცემი ბეჭდური მასალის (პროექტის ფარგლებში დაგეგმილი) ელექტრონული ვარიანტების სამუშაო ვერსიები.
ვორქშოფის ბოლოს ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს ყოველთვიური გაზეთის დიზაინსა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი გუნდები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში