რაჭა. 8 ივნისს, რაჭა– ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი ,,აფხაზინტერკონტი’’–ს (AIC) ორგანიზებითა და განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის( EDEC) მხარდაჭერით, პროექტის ,, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში – ქ. ამბროლაურში, სასტუმრო“ Hills Plaza’’ –ში გაიმართა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის „მოხალისეობის ფორუმი“, რომელსაც რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის (ონის, ცაგერის, ლენტეხის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტების) ადგილობრივი ორგანიზაციების, მედიის, საინფორმაციო სამსახურების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სექტორისა და თვითმმართველობის წამომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის მიზანს მოხალისის როლისა და საქმიანობის პოპულარიზაცია, ორგანიზაციების და მოხალისეების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა , რაც ხელს შეუწყობს , მოხალისეობრივი საქმიანობის სისტემურ ჩამოყალიბებას.
ფორუმის პირველი ნაწილი ორგანიზაციებსა და მოხალისეებს შორის საქმიან გარიგებებს დაეთმო. ფორუმმა ერთმანეთთან დააკავშირა ვინც ეძებს მოხალისეებს და ვისაც სურს მოხალისეობა.
თითოეულმა მოწვეულმა ორგანიზაციამ მოხალისეობის მსურველებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა და ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში, გაფორმდა მათ შორის გარიგება.
ფორუმზე მონაწილეობა მიიღო სულ 130-ზე მეტმა ადამიანმა, აქედან შედგა 32 გარიგება.
მეორე ნაწილი კი ფორუმის გახსნას და მოწვეულ სტუმრებთან მისალმებას დაეთმო. ფონდი ,,აფხაზინტერკონტის’’ ხელმძღვანელმა, ბატონმა არჩილ ელბაქიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ფორუმის მიზანს და მნიშვნელობას, ისაუბრა ორგანიზაციის და იმ აქტივობების შესახებ, რაც, ფონდ „აფხაზინტერკონტს“ (AIC ) მოხალისეთა ჩართულობით განუხორციელებია.
ფორუმს მიესალმა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელმა, ბატონმა დავით აფრასიძემ.
მოხალისეობრივი საქმიანობის სისტემურ კომპონენტზე ისაუბრა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენელმა, ნათია ნამიჭეიშვილმა.
პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’’, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ ელბაქიძემ გააკეთა პრეზენტაცია, ფორუმის მონაწილეებს გააცნო ის მიზნები და ამოცანები, რასაც ზოგადად პროექტი, მოხალისეობა და მოხალისეობის ფორუმი ემსახურება.
ფორუმის მსვლელობისას , ფორუმის მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს მოხალისეობრივი საქმიანობის დადებით მხარეებზე, მოიყვანეს განვითარებული ქვეყნების სხვადასხვა მაგალითები, სადაც მოხალისეობრივი აქტიურობით ადგილობრივი მნიშვნელობის მრავალი პრობლემა მოგვარებულა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ, მოხალისეობა განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ, მოხალისეობა და მოხალისეობრივი საქმიანობა, დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია.
მოხალისეობრივი საქმიანობების გააქტიურებისაკენ მოუწოდა თავიანთ თანატოლებს ,, საქართველოს მოხალისემ“ , ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლემ სალომე ლიპარტელიანმა, მან აღნიშნა, რომ, :– ,, მოხალისისათვის ყველაზე დიდი ჯილდო– არის ის სიამოვნება , რასაც ადამიანი მოხალისეობრივი საქმიანობიდან იღებს, რასაც უანგაროდ აკეთებს , ის თავისუფალი დრო, კი, რომელიც გაგვაჩნია, სწორედ ამ „ჯილდოს“ მოპოვებისათვის უნდა დავხარჯოთ.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლები და ფოტო– კოლაჟები, რომლებიც მოხალისეობრივ საქმიანობებს ასახავდნენ, როგორ ქვეყნის მასშტაბით, ასევე მუნიციპალურ და რეგიონულ დონეებზე.
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენელმა ავთო მაჩიტაძემ კი, ფორუმის მონაწილეებს პროექტის ერთ–ერთი კომპონენტი – ,, დროის ბანკი’’, წარუდგინა, რომლის მიზანია ორმხრივი მოხალისეობის სისტემის განვითარება. გააცნო ინფორმაცია ,,დროის ბანკი’’–ს , http://www.timerepublik.com/-ზე დარეგისტრირების და იმ აქტივობების შესახებ, რაც შესაძლებელია აღნიშნული ვებ– გვერდის მეშვეობით.
მოხალისეობრივი ფორუმი ორგანიზებული იყო ფონდი ,, აფხაზინტერკონტის , (AIC) -რაჭა– ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით , პროექტის ,, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”- ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ.
პროექტი სამი წლის განმავლობაში ითვალისწინებს 110– ზე მეტ აქტივობის განხორციელებას და 80– მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოების 2500 წარმომადგენლამდე მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)