თბილისი. მუსიკალური პროექტის, „ბირჟა მაფიას" წევრის, გიორგი ქებურიას საქმეში საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩართო.
ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. ამ დაკავებას წინ უძღოდა „ბირჟა მაფიის" მუსიკალური კლიპი, რომელშიც მუსიკოსებმა პოლიციელი გააშარჟეს.
გიორგი ქებურიას ინტერესებს საერთო სასამართლოებში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) წარმოადგენს.
წყარო: www.gdi.ge