თბილისი. ივლისში ამოქმედდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა" და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიულ დახმარების გაწევას გულისხმობს.
პროექტისთვის თბილისში, აჭარაში, კახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შეირჩა ცხრა კვალიფიციური ადვოკატი, რომელმაც, პროექტის ამოქმედებამდე, სამდღიანი ტრენინგი გაიარა. ადვოკატები უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ და დაიცავენ დაზარალებულების ინტერესებს როგორც სასამართლოში, ისე სხვა ინსტაციებში, ყველა იმ საქმეზე, რომელიც ეხება ჯანმრთელობის უფლების დარღვევითა და ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეულ ქონებრივ თუ არაქონებრივ უფლებებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი