en
ge

სამუშაო შეხვედრა სოფელ დვაბზუში

სამუშაო შეხვედრა სოფელ  დვაბზუში
გურია. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ერთობლივი პროექტის – „ადვოკატირება ცვლილებებისთვის" – ფარგლებში, სოფელ დვაბზუში, ადგილობრივი თემის ლიდერებთან ერთად გამართეს შეხვედრა სოფლის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სოფელ დვაბზუს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებისათვის ხედვისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა.

როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის წარმომადგენლებმა (20 მაცხოვრებელი). სადაც განისაზღვრა ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც სტრატეგიულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი კონკრეტულ პროექტებს შეიმუშავებს.
სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა მაისში დასრულდება და გაიმართება მისი საჯარო განხილვა სოფელ დვაბზუს მოსახლეობასთან ერთად. გეგმის საბოლოო ვარიანტი წარედგინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023