მცხეთა–მთიანეთი. მოხალისეობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით 2018 წლის 14 ივნისს, ქალაქ მცხეთაში სასტუმრო ჯინო ველნეს მცხეთის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მოხალისეობის ფორუმი. ფორუმი ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, ვინც ეძებს მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურს. ფორუმში მონაწილეობას მიიღო 100 - მდე მონაწილემ, ახალგაზრდებმა მთელი რეგიონიდან, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა. მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებული იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’’ (2017-2020) ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან. პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა” ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. პროექტში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)