სამცხე-ჯავახეთი. 13 ივლისს „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრ"-თან არსებული სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეები ჩაერთვნენ ბორჯომში გამართულ სპორტულ მარათონში.
„ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ შშმ პირები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მათ შორის გორიდანაც. შეჯიბრი გაიმართა პეინტ ბოლში და მშვილდოსნობაში, ასევე კულინარიაში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში