თბილისი. ადამიანის უფლებებზე და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ავრცელებენ განცხადებას ჭუბერში შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
„როგორც ცნობილია, ზემო სვანეთში, მდ. ენგურსა და მის შენაკადებზე დაგეგმილია 35 ჰიდროელექტროსადგურის (ჰესის), მათ შორის რამდენიმე, მაღალკაშხლიანის (ხუდონი, ნენსკრა, ფარი, ხაიში და ა.შ.) მშენებლობა, რასაც მოსახლეობა აქტიურად ეწინააღმდეგება. მათი აზრით, მაღალი გეოლოგიური და სეისმური რისკების მქონე რეგიონში, კლიმატის ცვლილების ფონზე, მსგავსი მშენებლობები კიდევ უფრო ზრდის სვანების საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს დეგრადაციას.
ზემო სვანეთის გარდა, საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც (ზემო აჭარა, ხევი, რაჭა, ქვემო სვანეთი) დაგეგმილია 100-ზე მეტი ჰესის მშენებლობა. არცერთი ამ პროექტისთვის დეტალურად არ შეფასებულა გეოლოგიური და სეისმური რისკები და მათი გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად მათი გაძლიერების საფრთხეები. რაც ამ რეგიონების მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს შეისწავლოს რეგიონებში მიმდინარე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესები, საფრთხეები და პრევენციის გზები და ამავე დროს, დაეხმაროს ჭუბერის მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებაში.
წყარო: greenalt.org