en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები - ტყიბულის შახტების ტრაგედიის თაობაზე

თბილისი. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს.
„მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო შემთხვევებთან, არამედ დასაქმებულებთა წინააღმდეგ ჩადენილ განგრძობად და სისტემურ პრაქტიკასთან, რომლის მიმართაც სახელმწიფოს აბსოლუტური გულგრილობა მას დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ არსებული კრიზისული მოცემულობის გათვალისწინებით, დღის წესრიგში ვტოვებთ მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს გამართული და ეფექტიანი შრომის საზედამხედველო სისტემის ამუშვება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ეფექტიანად წარმართოს გამოძიება მომხდარ შემთხვევაზე და საზოგადოებას პროაქტიულად გააცნოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ".
სრულად 
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)