en
ge

განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს განცხადებით ეხმაურება.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვუერთდებით მართლმსაჯულების საერთაშორისო დღისა და რომის სტატუტის მეოცე წლისთავის აღნიშვნას. ამავდროულად, გამოვხატავთ სოლიდარობას 2008 წლის კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთა მიმართ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით დევნილი პირი ცხოვრობს მძიმე პირობებსა და მუდმივ შიშში. ომის დროს უშუალოდ დაზარალებული პირები, მათ შორის, დაღუპულ პირთა ოჯახის წევრები კარგავენ სამართლიანობის აღდგენის იმედს", - აღნიშნულია განცხადებაში, - „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2016 წლის იანვარში დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება, რამაც გააჩინა იმედის ნაპერწკალი. თუმცა, საზოგადოებაში, მათ შორის, დაზარალებულებსა და მათ თემებში, ასევე მედიაში, არსებობს დეტალური და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების კრიტიკული საჭიროება. გამოძიებისა და სასამართლოს უფლებამოსილების შესახებ დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს".
სრულად 
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)