en
ge

კატერინა მატერნოვამ კახეთში ევროკავშირის პროექტები მოინახულა

კახეთი. ევროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე, კატარინა მატერნოვა 16-17 ივლისს კახეთს ეწვია და ლაგოდეხში, ყვარელსა და თელავში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.
„მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირი კახეთს ეხმარებოდა; მე ამ დახმარების ზოგიერთი შედეგი ვნახე. შევხვდი იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც ევროკავშირის წყალობით გაუმჯობესდა – ფერმერებს და მეწარმეებს ლაგოდეხსა და ყვარელში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი ინიციატივების შედეგად მოხდა ეკონომიკური განვითარება, სოციალური სარგებელის მიღება და მოქალაქეების უფლებამოსილების გაზრდა. კახეთში ჩვენი ჩართულობა გაფართოვდება, მაგალითად, ისეთ საკითხებში, როგორიც არის საბავშვო ბაღების უფრო ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, მიკრო საწარმოების, სათემო ცენტრების ფინანსური მხარდაჭერა ან ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განათლების ტრენინგის ჩატარება”, - განაცხადა მან.
სრულად 
წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)