კახეთი. პანკისის ხეობაში, დუისის საგანმანათლებლო ცენტრში ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის მიმდინარეობს თიხაზე მუშაობის კურსი, რომელიც ძალიან მოთხოვნადია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
„პატარა მოსწავლეები აქტიურად ესწრებიან გაკვეთილებს და საკუთარი ხელებით ქმნიან სხვადასხვა ნამუშევრებს", ნათქვამია კახეთი რეგიონული ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში