კახეთი. 19 ივლისს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტებმა ქეთევან კოპალიანმა და სოფიკო მენაბდიშვილმა საგარეჯოში ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ მხარდამჭერებთან ტრენინგი ჩაატარეს. შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციაში – "Life” გაიმართა.
„ტრენინგის განმავლობაში ორგანიზაციის იურისტებმა ქმედუნარიანობის რეფორმის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. ტრენინგზე ყურადღება გაამახვილეს იმ განსხვავებებზე, რაც მეურვეობის კანონმდებლობისა და პრაქტიკას, მეორე მხრივ კი, ქმედუნარიანობის რეფორმით გათვალისწინებულ ცვლილებებს შორის არსებობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com