თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” პროკურატურის სისტემის რეფორმის შესახებ კვლევას აქვეყნებს.
„წარმოდგენილი დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს კონსტიტუციური რეფორმის შინაარსის, მისი მიზნების კანონმდებლობაში ზედმიწევნით და სათანადოდ ასახვას და იმ რისკების შემცირებას, რაც პროკურატურის სისტემის ფუნდამენტური ცვლილების პროცესს შეიძლება ახლდეს თან. ამის გათვალისწინებით, დოკუმენტის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების და არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს ძირითადი წინადადებები და რეკომენდაციები, რათა კონსტიტუციური რეფორმის მიზნების მისაღწევად შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი პროკურატურის დეპოლიტიზირებული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოდ ჩამოყალიბებისთვის, სადაც თანაბრად იქნება დაცული სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპები", - ვკითხულობთ კვლევის წინასიტყვაობაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი