კახეთი. ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალქალაქის LAG-ის ინიციატივით, კახეთში ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარეობს. ბანაკს 15 ახალგაზრდა სტუმრობს ახალქალაქის სხვადასხვა სოფლიდან, მათი მასპინძლები კი, საზოგადოებრივი კოლეჯ "აისის” ქვემო ალვანის ფილიალის სტუდენტები არიან.
ღირშესანიშნაობების მონახულება, გუნდური თამაშები, საინტერესო ლექციები და ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა, ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია რაშიც ბანაკის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაერთვებიან. პროექტის - "სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში, ახალგაზრდული აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
წყარო: http://enpard.ge