თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიები პროცესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებამ საზოგადოებაში პროცესის ხელოვნურად გამრუდების განცდა შექმნა და კიდევ ერთხელ კრიტიკულად დააყენა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე არასათანდო გავლენების საკითხი. პრინციპულად მნიშვნელოვანმა მოქმედებებმა, რომელიც არ განხორციელდა ან არასწორად განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, ხელი შეუშალა საქმეზე სიმართლის დადგენას, მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებას და არსებითად შეარყია როგორც დაზარალებულების, ასევე საზოგადოების ნდობა გამოძიების პროცესის მიმართ. ხორავას ქუჩის საქმე აღმოჩნდა ის ეპიზოდი, რომელმაც სისტემური და კომპლექსური პრობლემები განსაკუთრებული მასშტაბებით გამოავლინა და მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა. ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ გამოძიების პროცესის გამრუდებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: www.isfed.ge