თბილისი. თბილისი საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების მოტივით, ხიზანიშვილის ქუჩაზე პოლიციელების მიერ დაკავებული ი.გ.-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია პროცესზე პოლიციის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები, რომელმაც სამართალდარღვევის ფაქტი ვერ დაადასტურა. ი.გ.-ს ინტერესებს სასამართლო პროცესზე საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატები იცავდნენ.
წყარო: gyla.ge