en
ge

ომბუდსმენი ზემო სვანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

თბილისი. 26 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭუბერი, ხაიში და იდლიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული საპროცესო ღონისძიებები ადგილობრივმა მოსახლეობამ ჭუბერში და მოგვიანებით ხაიშში გააპროტესტა. მონაწილეების მიერ გადაიკეტა ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზა. 
მიმდინარე მოვლენებს ადგილზე აკვირდებიან ომბუდსმენის აპარატის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის  წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ აქციის მსვლელობას.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ასევე, მოვუწოდებთ შეკრებილებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)