en
ge

ხულოს განვითარების ჯგუფმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

აჭარა. ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს განვითარების ჯგუფმა (LAG) ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დაამტკიცა.
სტრატეგია (LDS) უზრუნველყოფს კონცეპტუალურ სქემას მუნიციპალიტეტის სოციო-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, LDS-ი შემუშავდა ადგილობრივ თემებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნეს სექტორსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ფართო კონსულტაციებზე დაყრდნობით. დოკუმენტი დაიგეგმა LEADER-ის მიდგომის გამოყენებით, რაც სოფლის თემებს უზრუნველყოფს ინსტრუმენტით – დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ განვითარებაში.
სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD II) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, პროექტის: „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში" ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელსა (HMRR) და PMC-ის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით.
სრულად 
წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)