en
ge

აგრო-ტურისტული ფესტივალი „გურია 2018“

გურია. შაბათს, 28 ივლისს 16:00 საათზე, დაბა ურეკში აგრო-ტურისტული ფესტივალი „გურია 2018" გაიმართება. ფესტივალის მიზანია ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, ადგილობრივი სოფლის პროდუქციისა და ტურისტული მომსახურების სერვისების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა, პროდუქციის რეალიზაციასა და მომსახურების გაწევაში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ " გურიის განვითარების კავშირი/Guria Development Union პროექტის - „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ და რომელსაც ახორცილებს ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურისა მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ა(ა)იპ „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი პროგრესის სახლი".












სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)