გურია. 24-25 ივლისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის მოზარდების ინიციატივით, მსოფლიო მოსახლეობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეები აღინიშნა.
24 ივლისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ადმინისტრირებაში მყოფი ანასეულის დღეგრძელთა სახლის ბენეფიციარებისთვის საინტერესო საღამო მოეწყო, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დღეს მიეძღვნა, ერთობლივი ძალებით გაიმართა ხანდაზმულთა სახლის ეზოს დალაგება - მოწესრიგების პროცესი, რომელშიც ხანდაზმულებიც ჩაერთნენ. მათ გადაეცათ სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული მაისურები. პროცესში ორგანიზაციის გერმანელი მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.
25 ივლისს ცენტრის მოხალისეების მიერ გასვლითი ტური მოეწყო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ „გომის მთაზე". აღსანიშნავია, რომ არაფორმალურ გარემოში, ორგანიზაციის უცხოელმა მოხალისეებმა შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინეს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს მსოფლიო მოსახლეობისა და ახალგაზრდობის დღეები. ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების მოხალისეობრივ საქმიანობას და მსოფლიო კულტურების პოპულარიზაციის აუცილებლობას სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში.
უცხოელი მოხალისეები ასევე გაეცნენ გურული (ქრისტიანი) და აჭარელი (მუსლიმი) მოსახლეობის წესებს, ცხოვრებას და თანაცხოვრებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში