თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აქვეყნებს სტატიას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები". სტატია დაიწერა კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის", რომელიც IDFI-იმ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.
ავტორი სამაგიდო კვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზს ეყრდნობა. ნამუშევრის მიზანია, შეაფასოს სახელმწიფო პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან კავშირში და გამოავლინოს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი