მცხეთა-მთიანეთი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტები დუშეთის პანსიონატის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის შესახებ ესაუბრნენ.
„დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, PHR-ის იურისტებმა დაწესებულებაში მცხოვრებ პირებს გააცნეს თანასწორობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციები და აუხსნეს თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქმედუნარიანობის რეფორმასა და დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com