en
ge

საქართველოში ათასობით ბავშვი სექტებშია გაწევრიანებული

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ორგანიზაციის იურისტის, ანა თავხელიძის ბლოგპოსტს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებზე.
„იმ კონკრეტული საქმეების მიხედვით, რასთანაც ჩვენ გვქონია შეხება, შესაძლებელია იმის თქმა, რომ მიზეზად ზოგიერთ შემთხვევაში არის ოჯახში ძალადობა. ბავშვი, შესაძლოა, რომ იყოს უგულებელყოფილი ნათესავების მიერ ან სულაც ოჯახის წევრმა აიძულოს მსგავს ქმედებაში ჩაბმა.
როდესაც სათანადო უწყებები თავის დროზე არ აქცევენ ყურადღებას ბავშვის ქცევის ცვლილებას, მაგალითად, როდესაც ბავშვი არ დადის საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განათლების სამინისტრო არ ახდენს ამაზე სათანადო რეაგირებას. ასევე, როდესაც პოლიცია ხედავს, რომ ბავშვი არის ქუჩაში - მუშაობს ან ცხოვრობს - და არ ახდენს ამაზე სათანადო რეაგირებას, ესეც ძალიან მწვავე პრობლემადაა ქცეული.
ჩვენ ვმუშაობთ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით და შესაბამისად, ხშირად მოგვმართავენ, მათ შორის, მშობლებიც, ის ადამიანებიც, ვისაც უთითებენ, რომ კონკრეტული ბავშვები არიან ძალადობის მსხვერპლნი, მუშაობენ ან ცხოვრობენ ქუჩაში. ჩვენ სამართლებრივ მომსახურებას ვუწევთ ამ ადამიანებს და ვეხმარებით სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში. თუმცა, მხოლოდ ჩვენი რესურსი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ არის საკმარისი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)