თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: მაია მიმინოშვილის ქონებრივი დეკლარაცია არასრულია.
„გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო, დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ორგანიზაცია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს მაია მიმინოშვილის ქონებრივი დეკლარაცია, ხოლო განათლების სამინისტრომ გამოიკვლიოს საჯარო სამსახურში თანამდებობრივი შეუთავსებლობის სავარაუდო ფაქტები.
წყარო: www.transparency.ge