თბილისი. 2 და 3 აგვისტოს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ორგანიზებით მოეწყო საკოორდინაციო შეხვედრა მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
„შეხვედრაზე მოხდა მონაწილე ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების გაცნობა და ძირითადი მიგნებების გამოყოფა. ჯგუფმა იმსჯელა, ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესი, მათი განათლებისა და დასაქმების საკითხები და ის გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჩართული ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები ერთობლივად მოამზადებენ სარეკომენდაციო პაკეტს, რომელსაც მთავრობას გააცნობენ და მომავალში ადოკატირების კამპანიის დაგეგმვისას გამოიყენებენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.cida.ge