1 აგვისტოს „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" წნორში ჩაატარა ტრენინგები თემაზე: არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს.
„ტრენინგს ესწრებოდნენ წნორსა და მის მიმდებერე სოფლებში მცხოვრები შშმ პირები და მათი მხარდამჭერები.
შშმ პირებისთვის (ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემებისა თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე) არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ინტეგრაციისთვის, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა ამ სიახლის შესახებ არაფერი იცის. ჩვენი ტრენინგის შედეგად მათ მიიღეს ინფორმაცია, როგორც 2014 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მინიჭებული უფლებების შესახებ, ასევე მხარდამჭერის როლსა და მოვალეობებზე.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი" პროექტს „არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში