აჭარა. 3 აგვისტოს, ასოციაცია „ჰერა XXI-ის" ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია.
შეხვედრაზე ცენტრის წევრებს გავაცანით ორგანიზაციის საქმიანობა და მოხალისეობის შესაძლებლობები. ასევე, აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად, ვისაუბრეთ მოზარდობასა და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებებზე, სქესობრივი განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ზოგადად, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
გოგონების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ჰერა XXI"-ის მიერ შემუშავებულმა ელექტრონულმა სასწავლო-კურსმა თანასწორ განმანათლებლებისთვის (რომელიც განთავსებულია სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე Ehera.ge) და ჩვენმა ერთ-ერთმა სერვისმა - რეპროდუქტოლოგთან ონლაინ-კონსულტაციის შესაძლებლობამ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში