აჭარა. 2018 წლის 25 აგვისტოს, 14:00-22:00 საათამდე, ხულოს მუნიციპალიტეტში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხულოს LAG-ი, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ფესტივალს მოაწყობს.
ფესტივალი წარმოადგენს ნაწილს პროექტისა - „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში", რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG), ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
წყარო: http://enpard.ge