თბილისი. იუნისეფი აქვეყნებს კვლევას: „საქართველოს მოსახლეობის ნუტრიციული (იოდის) სტატუსისა და იოდირებული მარილის გამოყენების ეროვნული შეფასება".
„საქართველოში ყველა სახის მარილი, რომელიც გამოიყენება შინამეურნეობების და კვების ინდუსტრიის მიერ, იოდირებულია. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ არაიოდირებული მარილი ქვეყანაში არ არსებობს და მარილის სინჯების 90%-ზე მეტში იოდის შემადგენლობა არის 15 მგ/კგ-ზე მეტი - უნივერსალურად აღიარებული ზღვრული მაჩვენებელი ხარისხიანი იოდირებული მარილისათვის. მარილის იოდირების წარმატებული პროგრამა არის გარანტი იოდით მდგრადი და ოპტიმალური კვების შენარჩუნებისათვის საქართველოში. არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ შეიცვალოს მარილის იოდიზაციის დონე ან მოხდეს გამონაკლისის დაშვება ზოგიერთი საკვების მწარმოებლისათვის, რომლებიც ცდილობენ არაიოდირებული მარილის გამოყენებას. ეს გარდაუვლად გამოიწვევს უაღრესად წარმატებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის, როგორიცაა იოდის დეფიციტის ელიმინაცია, დასუსტებას და მარცხს", ნათქვამია კვლევაში.
წყარო: unicef.ge