თბილისი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით, პრეზიდენტის მრჩევლებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი ორგანიზაციები. შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტის მრჩევლებს თავიანთი ხედვა და ის კრიტერიუმები გაუზიარეს, რასაც მათი მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს კანდიდატის შერჩევის პროცდურების ღიაობის მნიშვნელობისა და ფართო კონსენსუსის საჭიროების საკითხი.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com