თბილისი. 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დასაქმების ადგილზე ქალის სავარაუდოდ სექსუალური შევიწროების სარჩელი. მოსარჩელის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავს.
„სარჩელის წარმოებაში მიღება ამკვიდრებს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც სამუშაო ადგილას განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სავარაუდო შემვიწროებელს, არამედ დაწესებულებასაც, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხო და ღირსების დაცვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო დასაქმებულებისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com