თბილისი. 9 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე, ბოლო წლებში, ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებიდან ერთ-ერთია. საია და EHRAC სასამართლოში ამტკიცებენ, რომ ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა არის ფემიციდის ფორმა და სახელმწიფოს ეკისრება მისი პრევენციისა და გენდერული ხედვით გამოძიების ვალდებულება.
„გარდაცვალებამდე ოჯახში ძალადობის მსხვერპლს 16-ჯერ ჰქონდა პოლიციისთვის მიმართული და ითხოვდა მეუღლისგან/ყოფილი მეუღლისგან დაცვას. თუმცა, სახელწიფო ორგანოებმა მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. საბოლოოდ ქალი ჩამომხვრჩვალი იპოვეს და მას სხეულზე ყოფილი მეუღლის მიერ მცირე ხნით ადრე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. მოძალადეს მსჯავრი დაედო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ მუხლი 115)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge