აჭარა. 12 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
„გასართობ-შემოქმედებითი ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. პროგრამა მოიცავდა: შემოქმედებით აქტივობებს, გუნდურ შეჯიბრებებს, სახალისო და სამაგიდე თამაშებს, მინიდისკოსა და კარაოკეს აქტივობებს. მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისეებმა ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სახე მოუხატეს. დღესვე, მონაწილეებს ახალგაზრდობის ცენტრის აქტივობებში ჩართულობისთვის სიგელები და წიგნების მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად.
საზეიმო დღე ფერების ღონისძიებით დასრულდა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში სულ 80 მოზარდი და ახალგაზრდა ჩაერთო", ნათქვამია ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში