თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების შესამუშავებლად და დასანერგად ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების, აკადემიური დაწესებულებების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ინტერაქტიული ტრენინგის მიმდინარეობისას, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი უძღვებოდა, 21-მა მონაწილემ ცოდნა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების, მისი გამოვლენისა და გასაჩივრების მექანიზმების შემუშავების შესახებ აიმაღლა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა, სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმები და მათი განხორციელების ეფექტიანი სამოქმედო გეგმებიც შეიმუშავეს. ტრენინგის შემდეგ დამსწრეებმა გასაჩივრების მექანიზმები საკუთარ ორგანიზაციებში უნდა დანერგონ. ამ პროცესში მათ მხარდაჭერას საერთაშორისო ექსპერტი ტრენინგის დასრულების შემდეგ, გარკვეულ პერიოდის განმავლობაში, კვლავაც გააგრძელებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში