თბილისი. დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს.
„მოვითხოვთ, უარი ეთქვას დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ნაგებობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნას; ქალაქ თბილისის მერის განცხადებასთან თანხმობაში, KIA Motors-ის ამ ტერიტორიაზე განლაგებულ შენობა-ნაგებობას მიენიჭოს შეუსაბამო ნაგებობის სტატუსი; ახალი გენგეგმის პროექტის ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკის მთლიან ტერიტორიაზე (აღმაშენებლის ხეივნის, ახმეტელის, ლიუბლიანას და ჭოხონელიძის ქუჩებს შორის სრული არეალი, აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ არსებული ნაწილობრივ განაშენიანებული ზოლის ჩათვლით) გავრცელდეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი მშენებლობა; მომავალ გენერალურ გეგმაში შენარჩუნდეს ამ ტერიტორიისთვის 2006 წელს მინიჭებული სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსი და შეზღუდვის ზონა;
გაიმართოს საჯარო შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან დიღმის ტყე-პარკის დაცვისა და შენარჩუნების სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge