შიდა ქართლი. 13 აგვისტოს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის განხილვა მოეწყო.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი პოლიტიკის დოკუმენტი, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ერთ ქალაქში მოქმედებს. დოკუმენტის პროექტის შემუშავებაში გორის მერიისა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრიც და ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA] მოხალისეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.
განხილვის შემდეგ, გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა აქტიური ახალგაზრდები მერიაში მიიწვია და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ასევე სერთიფიკატი გადაეცა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს" – PITA -ს პროექტის განხორციელებისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში