თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" (TI) 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, ამ პერიოდისთვის, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსავალის მიღებისა და გეგმაზე ნაკლები ხარჯის შედეგად, შემცირდა 6 თვის ბიუჯეტის დაგეგმილი დეფიციტი; სახელმწიფო ვალი შემცირდა მშპ-ის 44.7%-დან 41.1%-მდე, რაც მშპ-ის ზრდამ და, გასული წლის ბოლოსთან შედარებით, ლარის კურსის გამყარებამ განაპირობა. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, TI-ს დასკვნით, 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან: მთავრობის ადმინისტრაცია (70%), იუსტიციის უმაღლეს საბჭო (71%) და დაზვერვის სამსახური (73%).
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი