en
ge

მცირე გრანტები - სახელმწიფო გრანტების მონიტორინგისთვის

თბილისი. ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სახელმწიფო გრანტების მონიტორინგისთვის, მცირე გრანტების კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოში საჯარო ინსტიტუტები (სამინისტროები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები) კომპეტენციის სფეროების მიხედვით, გასცემენ გრანტებს. დაფინანსების საგრანტო მექანიზმი გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი მიზნობრიობით, მიმართულებითა და განსაზღვრული საჯარო ინსტიტუტების მიერ. ამასთან, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გრანტების გაცემის საკითხები სხვადასხვა ნორმატიული აქტით რეგულირდება.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. შესაბამისად, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების არსებული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს და ამ მიზნით, 2018-2020 წლებში, გათვალისწინებულია მცირე ქვე-გრანტების გაცემა.
პროექტს - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში, ასევე, შედიან: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.
სრულად 
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)