en
ge

საია მთავარ პროკურორს მიმართავს

თბილისი. საია მთავარ პროკურორს მიმართავს, პროკურატურის რეორგანიზაციის პროცესში დაინტერესებული პირები ჩართოს.
„საქართველოს მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რაც გულისხმობს პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებში დაგეგმილ ცვლილებებს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაციას და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემის შექმნას", - ვკითხულობთ მიმართვაში, - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს: რეორგანიზაციის პროცესის დაგეგმვის ეტაპიდან მისი შესრულების ჩათვლით, უზრუნველყოს პროცესის ღიაობა და გამჭვირვალობა, დაინტერესებული სუბიექტების ჩართვა და მათთან დისკუსიის შედეგად გადაწყვეტილებების მიღება; ორგანიზაციული ცვლილებები დაგეგმოს პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალური პროკურორის ნეიტრალობის გარანტიების გაზრდის მიზნით, პროკურატურის სისტემაში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)