en
ge

ტრენინგი - „დებატების კულტურა“

იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, „მშვიდობის კორპუსის" მოხალისეებთან ერთად, პროექტ "გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია - ქუთაისი 2018”-ის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებისათვის ჩაატარა ტრენინგი, თემაზე - „დებატების კულტურა".
„გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში” მონაწილეობას იღებს 18-დან 25 წლამდე 60 ახალგაზრდა, როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ისე - ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებიდან. "გაეროს მოდელირების” მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქუთაისის თანამშრომლობის გაძლიერება მუნიციპალიტეტთან დაძმობილებულ ქალაქებთან.
პროექტი „ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN )-2018" ხორციელდება „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" მიერ, ქალაქ ქუთაისის მერიასთან, „გაეროს განვითარების ფონდთან (UNDP)" და „მშვიდობის კორპუსთან" თანამშრომლობით.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)