თბილისი. ევროკავშირის EU4Youth ინიციატივების ფარგლებში, პროექტის, ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის: უკეთესი უნარები წარმატებული ტრანზიციისთვის’’ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს შრომის ბაზრის შეფასება, რათა დაზუსტდეს, რომელი უნარები და პროფესიებია მოთხოვნადი, რას გვთავაზობს განათლების სექტორი და რამდენად შეესაბამებიან ახალგაზრდები საერთო სურათს. ამასთან, დაგეგმილია ვაკანსიების ძიების ორგანიზება და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდებში სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული, იდეების კონკურსის გამოაცხადება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში