შიდა ქართლი. გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისემ, ლუკა ზედაშიძემ პროფესიულ კოლეჯ „განთიადის" სტუდენტებისათვის ჩაატარა ტრენინგი - „საჯარო საუბარი და პრეზენტაციის უნარები".
თეორიული კურსის გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. ახალგაზრდებმა მიიღეს სხვადასხვა რჩევები, გააანალიზეს შეცდომები, რასაც გამომსვლელები უშვებენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში