თბილისი. ბავშვის უფლებების დარღვევის გამო, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვია" (PHR) „ხარისხის არხის” თვითრეგულირების მექანიზმს მიმართა.
საჩივარში ორგანიზაცია მიუთითებს, რომ არხზე ამა წლის 27 აგვისტოს გასულ გადაცემაში წამყვანმა, დავით გიორგობიანმა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი პრინციპები - წაახალისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, შელახა მათი ღირსება და მორალური ზიანი მიაყენა მათ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი