ქვემო ქართლი. „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ" რუსთავსა და მარნეულში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ სოციალურ მუშაკებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის - "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" - ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები, ასევე, პროგრამის ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალა - "საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმოხილვა" და „საუკეთესო მუნიციპალური მომსახურებების მიწოდების პრაქტიკის მიმოხილვა".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში