საქართველო. „საერთაშორიშოსო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი ეხებოდა წინასაარჩენო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეებსა და ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვას.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამ რეგიონში მოქმედი 25 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის 35-მა წარმომადგენელმა. შეხვედრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში