თბილისი. საგზაო უსაფრთხოების თემაზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის - „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა!" შესახებ, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ადამიანი როლი ავტოავარიების ზრდასა თუ შემცირებაში, ნასვამობა საჭესთან, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის დაუდევარი/უყურადღებო/გადაღლილი მართვა, ღვედებისა და სამგზავრო საბავშვო სავარძლების მნიშვნელობა მგზავრობისას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში