თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის ფარული ჩანაწერი კორუფციის შესაძლო შემთხვევაზე მიუთითებს.
„პირველ რიგში, ჩვენთვის მიუღებელია, რომ, ბიზნესდავების გამო, პრობლემები ექმნებათ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, რაც უარყოფითად აისახება მათ სამუშაო პირობებსა და ,ზოგადად, მედიაგარემოზე საქართველოში. სოლიდარობას ვუცხადებთ ტელეკომპანია „იბერიის" ჟურნალისტებს და მზად ვართ მათი უფლებების დაცვისთვის. რაც შეეხება გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, თუ მოცემული ინფორმაცია ნამდვილია, ის მიუთითებს მასშტაბური კორუფციის ფაქტზე, რაც აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან", - აცხადებს TI.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი