თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს განცხადებას ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ.
„გავრცელებული ჩანაწერები, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში, - „ამასთან, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში დაცული იქნეს ჟურნალისტთა უფლებები. თანამშრომლებმა დღემდე არ იციან გააგრძელებს თუ არა ტელევიზია მუშაობას. მაუწყებლობის შეწყვეტა წინასაარჩევნო პერიოდში კი, კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი