თბილისი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" (TI) საზოგადოებას წარუდგინა პოლიტიკის დოკუმენტი, სასკოლო განათლების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში ზოგადი (სასკოლო) განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება, რასაც საერთაშორისო კვლევები და ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
წყარო: ორგანიზაციის ვებვეგრდი